პირობით მსჯავრდებულები გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს

პირობით მსჯავრდებულები გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს

შსს-მ გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ