რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს

რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს

მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები.

უწყების განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურატურის ინფორმაციით, "2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები".

წაიკითხეთ ვრცლად: პროკურატურის საგანგებო განცხადება "მოსამართლეების საქმეზე"

ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძისთვის გაგზავნილი წერილებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროვებს. ასევე, უწყება აქვეყნებს განცხადებებს, რომელიც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების დაწყებას დაედო საფუძვლად.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ PDF ფაილებში არის წერილები, რომლებიც უწყების ინფორმაციით დ. საყვარელიძისგან (სავარაუდოდ დავით საყვარელიძე) მიიღეს მოსამართლეებმა. წერილების შინაარსი ერთნაირია, შეცვლილია ადრესატების სახელები. წერილში ვკითხულობთ:

ნახეთ დოკუმენტები ვიდეო ვერსიაში

"ვაფასებ და მინდა მადლობა გადაგიხადო უღალატო გვერდში დგომისთვის. გვარამიასგან ვიცით, რომ ჩვენი დასაყრდენი ხართ და ასევე ვიცით რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება... მაგათი საქმე წასულია. თქვენ აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი, იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე. ეხლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო. ასე გააგრძელეთ. ეხლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის ხელოვნურად გახეთქვა და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ, არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია გამოხვიდეთ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ. რაც გინდათ თქვით. დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები იქნებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან... მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გველოდება საქართველოში" - ვკითხულობთ წერილში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."