სასიხარულო ამბავი ქალი პატიმრებისთვის

სასიხარულო ამბავი ქალი პატიმრებისთვის

ქალ მსჯავრდებულებს, რომელთა მცირეწლოვან შვილებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვება მოუწევთ, ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში, დაწესებულებიდან გასვლის უფლება ექნებათ.

ამას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

"პატიმრობის კოდექსი" მსჯავრდებული დედისა და 3-წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრებას ითვალისწინებს. სამინისტროს განმარტებით, 3-წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას რომ მოხდეს მისი გარესამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე დავიდეს ბავშვის ტრავმირება, საჭიროა ქალ მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებების განხორციელება.

"პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვა, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა)თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვოს.

გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.

ამასთან, ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება გამოიწვევს "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით: - მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ასევე მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას. კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადების შესაძლებლობას, რასაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი ადასტურებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ