პატრიარქის მდივანი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა დაესახელებინა, ვისთან აქვს შეხვედრის სურვილი - მე რატომ უნდა შევხვდე, თუ ამის სურვილი არ ექნება?

პატრიარქის მდივანი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა დაესახელებინა, ვისთან აქვს შეხვედრის სურვილი - მე რატომ უნდა შევხვდე, თუ ამის სურვილი არ ექნება?

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სურვილთან დაკავშირებით, შეხვდეს სასულიერო პირებს, საპატრიარქოში მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა განუცხადა, ამ საკითხზე მისთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.

"ჩემთვის ამის შესახებ ოფიციალურად არავის არ მოუმართავს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა დაესახელებინა, ვისთან აქვს შეხვედრის სურვილი. მე რატომ უნდა შევხვდე, თუ მას ამის სურვილი არ ექნება", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა საპატრიარქოში არ ყოფილა.

ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გუშინ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი