საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

14:48 / 16-02-2017

მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, მედიასაშუალებებში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად, გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით.

ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.

ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
ტეგები:
#პროკურატურა
#განცხადება
#დეკანოზი მამა გიორგი
მკითხველის კომენტარები /2/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო მენაბდე
6
0
ეეჰ, ესენი ეპოტონებიან ძალაუფლებას და ამათი იმედი უნდა გვქონდეს?
როგორც ჩანს ყველა იმ პოლიტიკოსმა, არასამთავრობომ, თუ ჟურნალისტმა რომლებმაც პროკურატურის 13 თებერვლის განცხადებაზე აკეთა კომენტარი, იცის წერა-კითხვა, მაგრამ უჭირს აზრის გამოტანა
წავიკითხე ის განცხადება; ეპისტოლარული ჟანრის ნიმუში ნამდვილად არაა, მაგრამ წერია "ერთ-ერთი პირი" და თუ მოინდომებს, საშუალო განათლების წამკითხავს აზრის გამოტანა არ გაუჭირდება
ყველა იმ ოკრობოკრო განცხადებას აბრალებს და მე შემეშალაო არავინ ამბობს :-)
ეს "პოლიტიკური სპეკულაცია" რა უბედურებაა? ერიდებიან თავიანთ ქმედებას ჭორაობა დაუძახონ და ეს ტერმინი შემოიტანეს? ესაოდა ჭორიკანები არა ვართო :-)))
ვაი იმას, ვისაც მართლა თქვენი იმედი აქვს
11:30 / 27-12-2017
გამოხმაურება //
dali
0
0
რა იმედი მქონდა ამათი და სულ გაიბანძეს თავი, ოროსანი მოსწავლეებივით აცუნდრუკდნენ მაღალჩინოსნები. საწყალი მღვდელი მოაყუჩეს და ხმას არ აღებინებენ...მართლა უკან მივდივართ ვაი ჩვენს თავს !!!!
11:30 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
22:31 / 18-04-2018
შსს-ს წარმომადგენელი - ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო
22:03 / 18-04-2018
ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ
21:28 / 18-04-2018
"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმები გამკაცრდა
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია