ტრაგედია ფოთში - რა დაუწერა თვითმკვლელობამდე ქალმა ყოფილ შეყვარებულს "ფეისბუქზე"

ტრაგედია ფოთში - რა დაუწერა თვითმკვლელობამდე ქალმა ყოფილ შეყვარებულს "ფეისბუქზე"

ფოთში, 35 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ქალმა თვითმკვლელობამდე "ფეისბუქზე" ფოტოები და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ შეყვარებულს მიმართავდა:

იხილეთ ვიდეოში მის მიერ, სუიციდამდე გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეო მასალა

"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის. დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს. კადრები, რომელიც რეალობას ასახავდა და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა. აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც ყველაზე ლამაზი უწოდე. თუმცა იგივე ტექსტი, სულ რაღაც ორ კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე. არასოდეს შემშურებია იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ. მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა. წარმატებებს გისურვებ. ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში. დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოვაყოლე რომელიც ბოლოს მიწოდე, ეს დასარულია" - წერდა ახალგაზრდა ქალი პოსტში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია