რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე: "მყიდველს აქ ქუდი რომ შემოუგდო,­ აღარ შემოვა"

 რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე: "მყიდველს აქ ქუდი რომ შემოუგდო,­ აღარ შემოვა"

"ის დრო წავიდა, რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე მყიდველები ერთმანეთს გვერდს რომ ძლივს უქცევდნენ. ახლა სულ სხვა სურათიაო", - მითხრა ახლობელმა, როდესაც შეიტყო, რომ რეპორტაჟის­ მოსამზადებლად მივდიოდი. მართლაც, დღეს აქ ხალხი კვირა დღესაც კი კანტიკუნტად დადის. სადგომის მორიგემ მანქანიდან გადმოსვლა არ გვაცალა, აქ დგომა 3 ლარი ღირსო და ხურდის ჩასაჩხრიალებლად ხელი გამოგვიწოდა. ავტომანქანის "დაბინავების" შემდეგ, ბაზრობის იმ ნაწილში აღმოვჩნდით, სადაც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობენ. მიმასწავლეს, აქ ყველაზე მეტი ძია ოთარმა იცისო და მეც მისკენ გავემართე.

- გაძვირებული განბაჟებით შემოსული მანქანები მარტის დასაწყისში გამოჩნდება ბაზარზე, რასაც საფასურის გაზრდაც მოჰყვება. არადა, მყიდველი ახლაც კანტიკუნტად ჩანს და მერე სულ დაფრთხება. ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს და წარმოიდგინეთ, რამდენი 40 ლარი ენაცვლება მყიდველის მოლოდინს, სიხალვათე თვალში საცემია, არა? - მეუბნება ბატონი ოთარი.

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ აისახა კანონის ცვლილება ავტომობილების გაყიდვებზე ბოლო 1 თვეში - სხვაობა წარმოუდგენლად დიდია

ერთი გაბრაზებული გამყიდველი შემოგვიერთდა: - კრედიტებით, ვალებით ვიყიდეთ მანქანები და ისეთი­ რეგულაციები შეაქვთ კანონში,­ მყიდველს ახლა აქ ქუდი რომ შემოუგდო,­ აღარ შემოვა. რაც ეს მანქანა აქ დავაყენე, 5-6-მა კაცმა თუ იკითხა ფასი. შავ "მერსედესს" ვყიდი. წლოვანება, მდგომარეობა, ფერი, თითქოს ყველაფერი დამა­კმაყოფილებელია, ფასსაც ისეთს არ ვეუბნები, რომ მყიდველი გავაქციო, მაგრამ...

ჩემი შემდეგი რესპონდენტიც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობს:

- დაბალი კლასის მანქანები­ უფრო იყიდება. მე ევროპულ მანქანას ვიყიდდი, უფრო რბილად დადის და გამძლეცაა. ორი მანქანა მყავდა ჩამოყვანილი. ორი თვის თავზე უწევთ განბაჟება და რადგან მანამდე ვერ გავყიდე, განვაბაჟე. 2013-წლიანია და განბაჟებაში 3 700-ზე ცოტა მეტი გადავიხადე. ძველი მანქანის შემოყვანაზე დააწესონ მაღალი ტარიფი, ახალზე კი ნაკლები  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი