მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა განუცხადა.

დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები.

"ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, რათა მას გაეჟღერებინა ინფორმაცია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს იგივე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ", - განაცხადა ფანცულაიამ.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო. 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ ერთი საათით შესვენება გამოცხადდა, ამ დროისთვის კი დაკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ