რა წერილი მიიღო საქართველოს მთვარობამ სტრასბურგიდან - თეა წულუკიანის საგანგებო ბრიფინგი

რა წერილი მიიღო საქართველოს მთვარობამ სტრასბურგიდან - თეა წულუკიანის საგანგებო ბრიფინგი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 8 მარტამდე სტრასბურგის სასამართლო გაფართოებული შემადგენლობით იმსჯელებს შენარჩუნდეს თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროცედურის დაცვით, საქართველოს ხელისუფლება მიყვება ამ საქმეს ისე, როგორც აქამდე უწარმოებია საქმეები სტრასბურგის სასამართლოში.

"რა იქნება მერე? ისმის ეს კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და ალბათ არა უკვე ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღეს მშრალად ფაქტების მხრივ შეგვიძლია გითხრათ. პროცედურის დაცვით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."