"ჩამოყალიბდნენ ეს და თავისი მოადგილე, გადამაგდეს, ქოცი ვარ და ფული ავიღე? - დვალი ნიკა გვარამიაზე

"ჩამოყალიბდნენ ეს და თავისი მოადგილე, გადამაგდეს, ქოცი ვარ და ფული ავიღე? - დვალი ნიკა გვარამიაზე

ნიკა გვარამიას განცხადებას დავით დვალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. გვარამიას განცხადებით, დავით დვალს ივანიშვილისგან ფული აქვს აღებული.

"არ ვაპირებთ არავისთვის ამ ტელევიზიის გადაცემას, ისინი არ წარმოადგენენ "რუსთავი2"-ისთვის არავის, ისინი არ სჭირდება არავის, აქიმიძეს და დვალს არ მოსოწონთ კრიტიკული "რუსთავი2", მაგრამ აპირებენ კრიტიკული "რუსთავი2"-ის გაკეთებას, ისინი არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ისინი იმთავითვე იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ფული აქვთ აღებული ბიძინა ივანიშვილისგან, ყოველ შემთხვევაში ბატონ დავით დვალს და ის მუშაობდა ბიძინა ივანიშვილზე". - განაცხადა ნიკა გვარამიამ "რეაქციის" ეთერში.

"ერთი დაასახელოს ამ ავანტიურისტმა სად და როდის მვუშაობდი ივანიშვილთან და რა ფული მაქვს აღებული.

და საერთოდ, ჩამოყალიბდნენ ეს და თავისი ძვირფასი მოადგილე, ბოლო ბოლო გადამაგდეს თუ ქოცი ვარ და ფული ავიღე? დაიბნა საზოგადოება :)

პ.ს. ნაძირალა ზურაბიშვილსაც არ აწყენდა დაეკონკრეტებინა სად მნახა დროსტარებაში ნაციონალებთან ერთად და რა ტორტებს ვჭრიდი',- წერს დავით დვალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს