რატომ შეიკრიბნენ ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოში სპორტსმენები

რატომ შეიკრიბნენ ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოში სპორტსმენები

ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოში სპორტსმენები არიან შეკრებილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტსმენებმა განუცხადეს, ისინი აქ იმ მიზნით იმყოფებიან, რომ თავიანთ ქალაქზე გული შესტკივათ, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა არის მათი იქ ყოფნის მიზეზი.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ დაიძაბა სიტუაცია, როგორ აპირებენ ისინი ამ პროცესში ჩართვას და თავისი ქალაქის დაცვას, სპორტსმენები აცხადებენ, რომ სიტუაციის განმუხტვისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ კი გული შესტკივათ ბათუმზე, რომელიც მათი მშობლიური ქალაქია.

გარდა ამისა, სამმართველოს ეზოში ასევე არიან წუხანდელი მოვლენების შედეგად დაკავებულების ახლობლები.

სამმართველოს ეზოში კვლავ გრძელდება დასუფთავების სამუშაოები. პოლიციის სამმართველოში რამდენიმე წუთში ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც, რომელიც, როგორც ცნობილია სამმართველოში შეხვედრას გამართავს სამართალდამცავი უწყების მაღალჩინოსნებთან, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ბათუმის მერთან.

სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამო პოლიციის სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი