მსოფლიოში სულ 88 მილიარდერი ქალია, რომლებმაც ქონება თავად დააგროვეს. მათი საერთო ქონება ჯამში 194 მილიარდი დოლარია.
The Hurun Report-ის ანგარიშის თანახმად, ე.წ. სელფ მეიდ მილიარდერი ქალების უმრავლესობა - 56 ჩინეთიდანაა, მეორე ადგილზე კი აშშ-ია - 15 მილიარდერით.
ჩენ ლიხუა - 7,2 მილიარდი დოლარი
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესქალბატონი, 76 წლის ჩინ ლიხუა 7,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. ჩინელი ბიზნესმენი სიღარიბეში გაიზარდა, თუმცა ახლა საინვესტიციო კომპანია FuWah-ის მფლობელია.
ჩჟუ ცუნფეი - 6 მილიარდი დოლარი
47 წლის ცუნფეი 2015 წელს პირველი იყო იმ მილიარდერი ქალბატონების რეიტინგში, რომლებაც ქონება თვითონ დააგროვეს. ჩინელი მილიარდერი ტექნოლოგიური კომპანია Lens Technology-ს დამფუძნებელია. თუმცა, მანამდე ის ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, სადაც სიღარიბეში იზრდებოდა. პირველად მან მუშაობა საამქროში, მუშად დაიწყო.