"სამმართველოს რაა? დედის..." - ბათუმის გუშინდელი აქციის აგრესიული მონაწილეების ფრაზები

"სამმართველოს რაა? დედის..." - ბათუმის გუშინდელი აქციის აგრესიული მონაწილეების ფრაზები

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) ავრცელებს ვრცელ ვიდეოს ბათუმის წუხანდელი აქციიდან. კადრები მაშინაა გადაღებული, როცა აქციის მონაწილეებმა განსაკუთრებული აგრესიით დაიწყეს მოქცევა, აყირავებდნენ მანქანებს და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.

ვიდეოში ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ჩანან, მათი ხმებით და გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა მათი ნაწილი თინეიჯერიც იყოს. ვანდალური ქმედების გარდა, აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი და უხამსი შეძახილებით მიიკვლევდნენ გზას მეგობრობის ხეივანში და გზადაგზა პეტარდებსაც ისროდნენ. აქციის მონაწილეების განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მათმა ნაწილმა პოლიციის შენობასთან გაჩერებული სედანის გადაბრუნება შეძლო და მასზე "გამარჯვების ნიშნად" ახტა. პროტესტანტების ნაწილმა კი მანქანის ნაწილ-ნაწილ დაშლა დაიწყო.

მსვლელობის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი GARB-ის კორესპონდენტს მიმართავს, ისე გადაიღოს კადრები, რომ აქციის მონაწილეების სახეები არ გამოჩნდეს. თუმცა, მათი უმრავლესობა ისედაც ნიღბებით და კაპიუშონებით იყო, სავარაუდოდ სწორედ იმიტომ რომ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

იხილეთ ვიდეო: "მაღაზია იგერაა" - "მერე გამევიტანოთ" - ლეწა-მტვრევა და შეძახილები ბათუმში წუხანდელ აქციაზე

ვიდეოს მიხედვით ჩანს, რომ მსვლელობის მონაწილეების დიდი ნაწილი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი. კადრებში მათი უხამსი შეძახილებიც დაფიქსირდა:

"ომია საქართველოში, ომი"; "სამმართველოს რაა? დედის..."; გამოდით ბ...ო"; "მაღაზია იგერაა - მერე გამევიტანოთ" - ეს შეძახილები ისმის კადრებში.

ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ბათუმელებისაც, რომლებიც სასტიკად გმობენ ვანდალურ ქმედებებს:

"ნაომარს დაამსგავსეთ ერთ ღამეში ქალაქი"

"ესენი ქართველები არიან? საქართველოს აგინებენ..."

"საკუთარი ქალაქის დანგრევა გამართლებულია ხო? ასეთი ჩლუნგები სად გაიზარდეთ?!!"

"გასაგებია რო მართლები ხართ, მაგრამ ცოტა გონივრულად იმოქმედეთ ... პოლიციის მანქანაზე მაიმუნებივით ხტომა ამხელა კაცებს არ გეკადრებათ..."

"არა არის თქვენი ბათუმი! შემარცხვენელებო, ბარბაროსებო"

"ბათუმის სიყვარული და სიმართლისთვის ბრძოლა არ ნიშნავს ვანდალიზმს! როდის უნდა ვისწავლოთ პროტესტის გამოხატვა ცივილურად! სირცხვილიაააა! ამით ხომ იმ ქვეყანას აზიანებთ სადაც ცხოვრობთ! ამის გაგება ასე რთულია?????" - წერენ ვიდეოს კომენტარებში მოქალაქეები.

იხილეთ სრული ვიდეო GARB-ის ფეისბუქის გვერდზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი