მეტროს სადგურების "ახმეტელის თეატრი" - "სარაჯიშვილის" მონაკვეთზე შეფერხება აღმოფხვრილია

მეტროს სადგურების "ახმეტელის თეატრი" - "სარაჯიშვილის" მონაკვეთზე შეფერხება აღმოფხვრილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროს სადგურების "ახმეტელის თეატრი" - "სარაჯიშვილის" მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოფხვრილია.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს სადგურების "ახმეტელის თეატრი"-"სარაჯიშვილის" მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 საათზე და მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი).

13:35 საათიდან ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე - "ახმეტელის თეატრი" და "სარაჯიშვილი", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი