ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს

ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს

"რადიო "პალიტრაში" 2008 წლიდან ანუ მისი გახსნის დღიდან ვმუშაობ. წლებია, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვარ", - ამბობს ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომლის ხმა 9 წელიწადია, აღნიშნული რადიოს ეთერით (FM 103,9) გვესმის. კოკა ყოველ დილით, მსმენელს დღის მთავარ სიახლეებს აწვდის და ეს საყვარელი საქმე უკვე ჩვევადაც ექცა. შუადღეს კი საკუთარი გადაცემა - "შუადღის სტუდია" მიჰყავს...

- შემოდგომაზე, საარჩევნოდ, რადიოში საინფორმაციო გამოშვების წაყვანის პარალელურად, პოლიტიკურ გადაცემაზე დავიწყე მუშაობა. "შუადღის სტუდია" ეთერში 2 საათზე იწყება და სამზე მთავრდება. ერთსაათიანი პროგრამაა, რომელსაც თემატიკა შეზღუდული არ აქვს. თავიდან პოლიტიკური გადაცემა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ არჩევნები რომ დასრულდა, თემაც შეუზღუდავი გახდა. თუ დღეს ვთქვათ, კინოზე ვსაუბრობ, ხვალ შეიძლება, ეკოლოგიაზე ვილაპარაკო და მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე... ეს რადიოს პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებაა, ყველაფერი მასთან ერთად დაიგეგმა. თუმცა, ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, მთავარი თემა მხოლოდ პოლიტიკა ყოფილიყო, რადგან როცა პოლიტიკაზე მუშაობ, ყველაფერს თანამიმდევრულად ასახავ, განიხილავ და აანალიზებ. ამასთან, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი ფავორიტი თემებია. "შუადღის სტუდია" აბსოლუტურ და საგანგებო მომზადებას მოითხოვს, თუნდაც ისეთ საკითხებში, რომელიც ჩემი ინტერესის სფერო აქამდე არასდროს ყოფილა.

- გადაცემისთვის თემებს რის მიხედვით არჩევ?

- საკითხებზე პროდიუსერთან, გიული ჩაჩანაშვილთან ერთად ვმუშაობ. ვფიქრობთ, რა უფრო აქტუალურია, ხშირად მიმდინარე თემებზეც ვამზადებთ გადაცემას. თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომელსაც ერთი კვირით ადრეც ვგეგმავ, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

- როგორც ვიცი, მსმენელიც აქტიურობს, პირდაპირ ეთერში ინტენსიურად გიკავშირდება, რეკავს...

- ჩვენი რადიომსმენელები აქტიურები არიან. ვფიქრობ, ვაკმაყოფილებთ მსმენელის ინტერესს, რადგან მათგან პრეტენზია არასდროს მომისმენია. ყოველ შემთხვევაში, მსმენელის მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც დიდ სტიმულს მაძლევს.

- იქნებ გაიხსენო გადაცემა, რო­მელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა კარგით ან ცუდით?

- ერთს გამოვყოფ, თუმცა, სტუმარს ვერ დავასახელებ... ლარის გაუფასურებასა და ამ კრიზისულ სიტუაციაზე არა ეკონომისტი, არამედ პოლიტიკური ექსპერტი მოვიყვანეთ, ადამიანებისთვის პოპულარულ ენაზე პროცესების ასახსნელად და აღმოჩნდა, რომ შევცდი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რაღაცები ვერ გავთვალე. რაც შეეხება კარგ და ძალიან კარგ გადაცემებს: ასეთებში იმ გადაცემებს ვგულისხმობ, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მიკეთებია. ამ საკითხზე კვირაში ერთხელ მაინც მაქვს საუბრები... გასაოცრად საინტერესო სტუმარი გახლდათ თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი, რომელთან ერთადაც ინტერნეტდამოკი­დებულებაზე ვიმსჯელეთ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი