რა განცხადებას ავრცელებს მერია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარია შეემთხვა

რა განცხადებას ავრცელებს მერია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარია შეემთხვა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერი დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, თბილისის მერიაში უარყოფენ.

უწყებაში მსგავსი ტიპის ინფორმაციას დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას უწოდებენ. AMBEBI.GE თბილისის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას," - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."