ქუთაისის პარლამენტის შენობაში ჰაერის შემადგენლობა შემოწმდება

ქუთაისის პარლამენტის შენობაში ჰაერის შემადგენლობა შემოწმდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივით დღეს, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, რამდენიმე ადგილზე ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემადგენლობა გაიზომება.

ზოიძის განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ და პირველ რიგში პარლამენტის წევრებმა დაინახონ, დახურულ შენობებში ჰაერის ხარისხზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება.

აკაკი ზოიძის თქმით, ეს ღონისძიება პარლამენტში უახლოეს დღეებში, თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას უკავშირდება, სადაც ცვლილებათა ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში მოწევა აიკრძალება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კოლეგებს მოუწოდებს, რომ აკრძალვა პირველ რიგში პარლამენტის შენობიდან დაიწყოს, სადაც უკვე არსებული აკრძალვის მიუხედავად, სამუშაო კაბინეტებში მაინც ეწევიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი