"იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა... ეს საყრდენიც გამოაცალეს" - მაია ასათიანის დედის ემოციური პოსტი

"იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა... ეს საყრდენიც გამოაცალეს" - მაია ასათიანის დედის ემოციური პოსტი

ტელეწამყვანის, მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს ავრცელებს, სადაც ტელეკომპანია "მარაოზე" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც ყველა გადაცემა დაიხურა.

"ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი "მარაო" დახურეს!  საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს.... ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია" - წერს კალანდარიშვილი.

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათაინი სამსახურში დაბრუნდა. ტელეწამყვანის სამუშაო დღის ამსახველი ფოტო გადაცემის პროდიუსერმა ნიკოლოზ ხაჩიძემ გაავრცელა. ამ ეტაპზე, უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაბრუნდება "პროფილი" ეთერში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს