ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მწვანე სკოლაში ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი.

სამკითხველოს გახსნის ინიციატივა, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელმაც ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. კეკელიძის თქმით, აღნიშნულ საქმიანობაში დაღუპული გოგონას მშობლებიც - ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ტელე-რეჟისორი ირაკლი მახვილაძე ჩაერთნენ.

"მშობლებიც ჩაერთვნენ და იმედია ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანოს", - წერდა გიორგი კეკელიძე ერთი თვის წინ.

დღეს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ნუცას მშობლები მისი სახელობის სამკითხველოსთან არიან გადაღებულნი...

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი