როგორია გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ.

"პაციენტი შემოსულია ტრავმის შედეგად. დაუდგინდა სახის ძვლების მოტეხილობა. შესაძლებელი იყო თვალიც ყოფილიყო დაზიანებული. ამიტომ სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც და იყვნენ ყბა-სახის ქირურგებიც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. კორექცია მოხდა იმ დასახულ მასშტაბში, რაც იყო ჩაფიქრებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის და სტაბილური", - განაცხადა კორძახიამ.

იხილეთ ვიდეო

გუშინ გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანები დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი