18 წლის რუსი მოდელი 55 წლის ოლიგარქ ქმარს 1-წლიანი ქორწინების შემდეგ სკანდალურად შორდება

18 წლის რუსი მოდელი 55 წლის ოლიგარქ ქმარს 1-წლიანი ქორწინების შემდეგ სკანდალურად შორდება

18 წლის რუსი მოდელის, ლიზა ადამენკოს და მისი 56 წლის მეუღლის, "ლუკოილის" დირექტორ ვალენტინ ივანოვის ქორწინება სკანდალურად სრულდება. ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა წერილი, სადაც ივანოვი თავის მეუღლეს ღალატში ადანაშაულებს, ახლა კი ირკვევა, რომ მოდელმა აშშ-ს პოლიციაში განცხადება შეიტანა იმის თაობაზე, რომ მას ქმარი სცემს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლიზამ აღიარა, რომ მოხარულია, რომ ქმარს ეყრება. როგორც აღმოჩნდა, ქმარს პირველად არ დაურტყამს მისთვის: "მოწმეებიც მყავს, ვინც ამას ადასტურებენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა. უბრალოდ, ამჯერად მივხვდი, რომ ამის ატანის ძალა აღარ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე გამეხმაურებინა.

დაათვალიერეთ ფოტოები: "ლუკოილის" ტოპ-მენეჯერი და მისი 18 წლის ცოლი

სულ ვამბობდი, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მე და მას უბრალოდ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, ის ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ ლამაზი და პოპულარული ვარ, რომ სულ კომპლიმენტებს მეუბნებიან და ყურადღებას მაქცევენ. შეიძლება ის თავად ვერ იღებს საკმარის ყურადღებას და ამის გამო უკმარისობას განიცდის. თავად არ ცემს საკუთარ თავს პატივს, რადგან კაცი, რომელიც ქალზე ხელს წევს, კაცი ვერ იქნება".

ვალენტინი ნავთობკომპანია "ლუკოილის" სინგაპურის ოფისის მმართველი დირექტორია. გავრცელებული ხმების მიხედვით, ვალენტინმა ლიზასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 13 წლის იყო. მათი ურთიერთობა საერთო ჯამში 5 წელი გრძელდებოდა.

წაიკითხეთ: ნავთობკომპანიის 55 წლის ტოპ-მენეჯერი, მისი 17 წლის მოდელი მეუღლე და წყვილის გიგანტური ვილა

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება