ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში შაირათის ავიაბაზის დაბომბვის შესახებ გამოეხმაურა.

"მივესალმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს, რომელმაც სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავიანთი მთავარსარდალის ბრძანების სასფუძველზე მათ მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნეს: აშშ მეტი აღარ დადგება გვერდზე მაშინ, როდესაც ასადი პუტინის დახმარებითა და წაქეზებით უდანაშაულო სირიელებს ხოცავს ქიმიური იარაღის გამოყენებით", - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

"წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ქმედითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სირიაში უაღრესად კრიტიკულ მომენტს დაუპირისპირდა. ამისთვის ის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს", - აღნიშნა მაკეინმა.

"ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ის, რომ ტაქტიკურმა წარმატებამ სტრატეგიული პროგრესი მოგვიტანოს. ამ სტრატეგიის პირველი ზომა ასადის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონები შევქმნათ, რათა ჰუმანიტარული კრიზისი გადავჭრათ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა განვაგრძოთ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია", - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"