გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო

გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა, ამბობს, რომ მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო.

როგორც ხვედელიძემ "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წლების განმავლობაში მასთან მიმართებით ოპერატიულ ღონისძიებებს ძირითადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ახორციელებდა.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თავდასხმის დეტალები გაიხსენა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ფიზიკურად მოჭიდავეები გაუსწორდნენ. "იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შებოჭვა გააკეთა, ვფიქრობ, რომ მოჭიდავეა. პიროვნებები, რომლებიც ქალაქის ცენტრში ასეთ ღონისძიებას ახორციელებენ, მხოლოდ ორნი არ იქნებოდნენ, იქნებოდა კიდევ მინიმუმ ორი პიროვნება, რომლებიც მათ კოორდინირებას ახორციელებდა", - განაცხადა გელა ხვედელიძემ.

ხვედელიძის აზრით, მასზე თავდამსხმელებს "ჰყავთ მფარველები იმ სტუქტურებში, რომელთაც გააჩნიათ ოპერატიული საშუალებები, რათა შეძლებისდაგვარად ოპერატიულად იმოქმედონ, რომ მათი ფაქტზე ან ცხელ კვალზე დაკავება არ მოხდეს". "მათ ჰქონდათ იმის გარანტია, რომ ამ აქციას ჩაატარებდნენ და ჩვეულებრივად მივიდოდნენ დანიშნულების ადგილზე, სადაც უნდა მისულიყვნენ", - აღნიშნა გელა ხვედელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ