საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

07:08 / 14-04-2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. როგორც ცნობილია, უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, აჭარის ყოფილ მეთაურს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა.

ფოტოზე: ასლან აბაშიძე შვილთან, რძალთან და ტყუპ შვილიშვილთან ერთად

"ჩემს ქობულეთელ ახლობელს ვესაუბრებოდი მოსკოვში. ის რამდენიმე წელია მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სრულიად შემთხვევით საუბრისას მითხრა, რომ ასლან აბაშიძეს ვაჟი შეეძინა. ნამდვილი ამბავია და ცაში დაფრინავს, ისე უხარიაო", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ბაკურიძის ცნობით, ასლან აბაშიძეს ბათუმში ყოფნის ბოლო წლებში თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მოსკოვში გადასვლის შემდეგ თან წაიყვანა. სწორედ მან გაუჩინა მესამე შვილი აჭარის ყოფილ მეთაურს. ასლან აბაშიძის მესამე შვილის დედა 45 წლამდე ასაკისაა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ასევე ნახეთ: გიორგი აბაშიძის და სალომე ბაჯელიძის ოჯახური იდილია...

გაზიარება
ტეგები:
#შვილი
#ასლან აბაშიძე
#თამაზ ბაკურიძე
მკითხველის კომენტარები /40/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ketino
18
0
უპალმა გახარებული ამკოპოს მის სჰვილებტან და სჰვილისჰვილებტან სასიხარულოა მაგ ასაკსჰი და გასახარებელი პატარას კოპნა
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
LDU
35
0
საღოლ
ბაბუ ეძახე შენ :)
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
abesalom soso ggvasalia
15
0
გმერტმა გამრავლოტ
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
levani
30
0
მეზობელს 84 წლის ასაკში შეეძინა შვილი, რა თქმა უნდა თავისზე ბევრად პატარა ასაკის ქალთან,თვითონ 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასე რომ ყველაფერი წინარის :))
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ფისო-გორი
18
0
გამიხარდა, ღმერთმა ბედნიერი და სახელოვანი გაზარდოს!
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
goga
43
0
მალადეც ბაბუ შენ! შენ უნდა თქვა კაცი ვარო!!!!!!
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Maiko
18
0
გაიხარეთ ბატონო ასლან.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
guest
9
0
დალოცეთ,კიარის დალოცვის ღირსი
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
giorgi
37
0
ბეკინა სამანიშვილი :)
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
aburjga
21
0
გაუმარჯოს პატარა ქართველს, აბაშიძეს!
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ჰაჰა
5
0
დაიწყება ეხლა ქონებაზე ბავშვების ომი
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
SS
37
0
ვიღაცა მიეხმარებოდა.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
burusa
15
0
''ჰონდრო ლიცი დალიე ბაბუ?'' :D
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
doi
13
0
შენ გაგიმარჯოს ასლან ბაბუ ღმერთმა!აპა არაა?
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Eeeer
0
0
??? :))))))
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
lasha
11
0
ქონებაზე ომი ნამდვილად არ დაიქყება რადგან ყველაზე მდიდარია ქართველია მსოფლიოშო და 10-10 მილიაარდს გადაუნაწილებს შვილებს და შვილიშვილებს ყველას ეყოფათ,
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
შალვა გიგაშვილი
22
0
ღმერთმა გაუზარდოს და დიდ მამულიშვილებად,ალექსანდრეც და ტყუპებიც
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
:))
17
0
ხონდრორიქსის დამსახურებაა ბაბუ:)))))
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
nana
21
0
ღმერთმა დალოცოს!
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
თენგიზი რუსთავიდან
21
0
გილოცავთ ბატონო ასლან კაცი ხართ კაცური დიდებული მაგალითია ქართველი ქალებისა და კაცებისთვის
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გვეშველა
12
0
გილოცავთ ყველას, მთელ ერს. აწი რაღა გვიჭირს
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მალხაზ
29
0
გილოცავთ ასლან ბაბუ,ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს შენს ლამაზ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.ღმერთი იყოს შენი მფარველი უკუნითი უკუნისამდე...
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ქართველი
51
0
ღმერთმა ბედნიერად უმყოფოს შვილებიც და შვილიშვილებიც. მწა,რე კომენტარებს ვინც დებს, იქნებ გაიხსენოს როდესაც ბაბუ აჭარაში იმყოფებოდა ასე არ არიგებდა ქართულ პასპორტებს და თურქებს ასე არ აბაირამებდა . აჭარაში განუკითხაობაა.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ashkaraa
30
0
ის ანეგდოტი მახსენდება.კაცი მივა ექიმთან,ექიმო ჩემ ცოლს ბავშვი ეყოლაო,მერე რა გინდა შენო, რა და მე უშვილო ვარო.მაშინ მე მოგიყვები ერთ ამბავსო ექიმმა უთხრა. კაცი წავიდა სანადიროდ და დათვს გადაეყარაო გადმოიღო და საოცრება თოფის მაგიერ ქოლგა წაუღია,შეშინებულმა გაშალა ქოლგა და ბახ დათვი მკვდარია.პაციენტმა შანსი არაა სხვა ესროდაო.ხოდა მეც ეგ ვიფიქრეო ექიმმა.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
jiha
12
0
როგორც ჩანს, მაგაზე არ გაჩერდება!
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
"ქართველი"-ს
16
0
სრულიად გეთანხმებით და დავამატებდი მთავარს, "მხედრიონს" აკლებული რომ ჰყავდა დანარჩენი საქართველო, აჭარაში მათი ხსენებაც არ იყო.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Georgia On my Mind
28
0
გადავიკითხე ყველა კომენტარი,და მინდა გავაკეთო ჩემი შეფასება აქ (კომენტარებში) შექმნილ სიტუაციაზე : ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასლან აბაშიძე ესე აქო და ადიდო? (რათქმაუნდა ეს ხახლი ვინც ეს კომენტარები დაწერა,თუ მისი ნათესავები არიან,მაშინ გასაგებია) კაცი რომელმაც გაამწარა და ცხოვრება გაუბედურა არა ერთ ადამიანს,კაცი რომელმაც დიქტატორული რეჟიმი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცია,კაცი რომელმაც ქვეყნის,ქალქაის,და ხალხის ქონება საკუთარებაში მიითვისა. აბაშიძის გარემოცვა ყოველდგიურად აუბედურებდა და ამწარებდა ხალხს,და არავის არ შეეძლო სამართლიაანობის აღდგენა მოეთხოვა,რათქმუნდა ყველა შიშის ქვეშ იყო,და არავის არ სურდა სიტყვის ამოღების გამო თავისი ოჯახისთვის ზიანი მიეყენებინა. ნარკოტიკები,იარაღით ვაჭრობა,კორუფცია,განუკითხაობა,აი ძირითადი რითაც საქმიანბდა თვით აბაშიზე და მისი გარემოცვა,და ხალხნო რომელი ერთის გამო ეფერებით და ესიყვარულებით ამ ადამიანს ??? ჩვენს საწყალ სამშობლოს,საქართველოს,არ ყავდა და არც ახლა ყავს ადამიანი,რომელიც ცოტა ოდენი მაინც იფიქრებს თავის სამშობლოზე,და არა თავისი და თავისიანების კომფორტზე,სიმდიდრეზე,და ძალაუფლებაზე. მე მჯერა რო ოდესღაც გამოჩნდება ადამიანი თუ პოლიტიკური პარტია რომელიც საქართველოს კეთილდგეობაზე იზრუნებს. ღმერთა დაიფაროს ასლან აბაშიძესთან ოდნავ დაახლოებული ადამიანიც კი რო გაეკაროს აჭარას,აბაშიძე კი არა. მონოლოგის ბოლოს მინდა 2 ოდე სიტყვა ვთქვა მხედრიონზე,თორე ვიცი მერე აქ დაიწყება ''მხედრიონი არ შემოუშვა,და გადაგვარჩინა''-ო : როცა აბაშიძემ (ვაღიარებ,ნამდვილად შეძლო) შეაჩერა მხედრიონის შემოჭრა აჭარაში,ეს გააკეთა არა იმიტო რო აჭარის მაცხოვრებელზ ნერვიულობდა დღე და ღამე,არამედ ამ ფაქტმა გაამყარა თავისი სამომავლო,რამოდენიმე წლიანი დიქტატორული მართველობა,და შესაბამსად თავისი და თავისი გარემოცვის უზრუნველყოფილი მომავალი. ძალაუფლების შესანაარჩუნებლად ადამიანი ყოველივე ბიძურს იკადრებს და გააკეთებს...

P.S. შევქმნათ ფონდი ''დავეხმაროთ ბ-ა-ბ-უ-ს'' , თორე დარწმუნებული ვარ ახლა რუსეთში ისეთ მდგომარეობაშია რო ახალშობილს პამპერსის ფუიც კი არ აქვს :) :) :)
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Vep1963
24
0
ასლანაც და ედუარდაც რუსების საქმეს აკეთებდნენ იმ დროს ორივე.გაყოფილი ჰქონდათ საქართველო და მეფობდნენ.მხედრიონი და ყველა ყაჩაღი ასლანას მართულ ტერიტორიაზე ,რომ არ შევიდა ეს არც ასლანას არც ედუარდას და აქედან გამომდინარე რუსებსაც არ აწყობდათ ვინაიდან აჭარლები აფხაზებივით და ოსებივით არ იყვნენ მოწამლულები ეს ერთი,და მეორე კი ის,რომ აჭარაში ,რომ არეულობა დაწყებულიყო ვერც ედუარდა და ვერც ასლანა ხელისუფლების სათავეში ვერ დარჩებოდნენ.რუსებს რაც აწყობდათ ყველაფერი ისე გააკეთებინეს ამ ორ ნაძირალას. თქვენ კი საცოდაო ქართველებო ასლანას და ედუარას რომ ტკბილი სიტყვებით იხსენებთ სწორედ ამიტომაცაა ხართ ნაგავში,სწორედ ამიტომ მოვიდა მიშაც,მოვიდა ბიძოც და კიდევ მოვა მრავალი ჯურის ნაძირალა.რომლებიც ისე გაწეწავენ რომ იქეთ მადლობებს გახდევინებენ.ხოლო თქვენი საშველი კი არ იქნება.ბოლოს კი შეიძლება ისევ რუსი წამოგაჯდეთ და კომუნისტური წარსული იავნანად მოგეჩვენოთ.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
gela
8
0
ღმერტმა გაგიზარდოს სიკეტე და ჟამრტელობა თქვენ ოჟახს----ასე 78 ასაკამდე ერტ ფეხბურტის გუნდს გავაკეტებას მოვასწრებ
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ნუ ეპირფერებით ერთი მოღალატე ფეოდალებს
27
0
კარგია თუ მიეხმარნენ და თავისნაირს არ გაზრდის.
ის დამცირება არ დამავიწყდება 98-ში ზღვაზე მიმავალს პასპორტებს რომ გვიმოწმებდნენ "აჭარის და საქართველოს საზღვარიაო" - მაგ "პატრიოტის" დაზომბირებული მუტრუკები. ღმერთმა დაიფაროს მაგისთანა კიდევ ვინმე აღზევდეს, უფრო შორს წასულა...
ნუ ეპირფერებით ერთი მოღალატე ფეოდალებს, იმიტომაა რომ არ გელევათ "პატრიოტები"
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ilo
11
0
თუ დასჯილა საქართველოში ვინმე ქვეყნის ღალატისთვის ა რ ა ვ ი ნ
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
daviti
28
0
ასლანს, მიუხედავად იმისა რო0 ტიპიური ფეოდალი იყო, ბევრი დადებითი ჰქონდა. თურქებს არ იკარებდა, აჭარა გადაარჩინა დარბევას, თუმცა მიზეზი ის იყო, რომ აჭარა საკუთრებად მიაჩნდა და როგორც საკუთარს ისე უფრთხილდებოდა. ასეთი საკუთრების გრძნობა ჩვენს პოლიტიკოსებს არ აწყენდა.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გია
17
0
რა გაბოროტებული ერი ვართ, ადამიანს ბავშვშვი შეეძინა და ზოგიერთები აბაშიძის მართველობის შეფასებას აკეთებს. რა არის საინტერესო იცით? რატომ არ იხსენებთ აბაშიზეების როლს საქაღტველოს ისტორიაში ? გაიხსნენეთ აბა ვინ ყვნენ მემედ აბაშიძე, გენერალ ასლან აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე და სვა...რომელიმე ტქვენმა წინაპარმა საქართველოს ერთიანობისთვის რამე გააკეთა მათზე მეტი ? რათქმა უნდა ასლან აბაშიძე არ იყო ფრთიანი ანგელოზი და ვერც იქნებოდა მაგრამ ის მაინც შეძლო რომ აჭარა გაკოტრებას,გაუბედურებას, აოხრებას და ჩალის ფასად გაყიდვა არ დაუშვა..იმ დროისთვის როცა მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთმანეთს დარეული ვიაყავით მან აჭარაში სამაგალითო სტაბილური ვითარება და სიმშვიდე შეინარჩუნა. შეიძლება მან ამით თავის ოჯახს და ძალაუფლებას შეუნარჩუნა სტაბილურობა მაგრამ ჩვენი დედები, დები და ოჯახები გადაარჩინა შავი ღტუბლებისგან...
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
პიაპია
9
0
ერთი მოღალატე .ეს ის კაცია რომელიც ბათუმში ქართველებს ეუბნებოდა რა მიზნით ჩამოხვედიო.კარგი ქნეს რომ ამ მიწაწყალს მოგაშორეს შე რუსეთის ლაქიავ და გამყიდველო.გააკეთა თორე მაგისია.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ლელა
10
0
გილოცავთ ! საქართველოს ღირსეული პატრიოტი რომელმაც ქართული მიწა წყალი არ მიყიდა ჩვენ მოსისხლე მტრებს რუსებსა და თურქებს.აბაშიძეები საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გვარია .
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გიორგი
7
0
კაცი რომელმაც აჭარა თურქებისგან დაიცვა, გაუზარდოს ღმერთმა ახალ დაბადებული. ბლაყუნა მიხუილა, რომელმაც აჭარა თურქებს მიუგდო, რატომ გავიწყდებათ ხალხო უახლესი ისტორია.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
--------
8
0
ერთ ზაფხულს ბათუმშI ვისვებედი და მეგობრის დაბ -დღის აღნიშვნა მოვინდომეტ ცნობილ ბუნგალოში, ისე იყო იმ დროს ყევლაზე კარგი, დაცვა დაგვხვდა და გვითხრა დახურულიაო დრეს გირგის დაბ დღეაო ანუ" ფეოდალის" ვაჟის, ჩვენ ზალაინ გვინდოდა ამ რესტორანში გადახდა 6 ქქალი ვიყავიტ, არ ვიცი დაურეკეს ვინმეს თუ არა ყურები რომ ჩამოვყარეტ დაგვიზახა დაცავამ და შემოდითო , მაგარა მოვილხინეტ სრულიად უცხო საზოგადოებაში ბათუმისა და თბილისი ახალგაზრდა ბომონდში, არავის არ შევუწუხებივრად, რა ტქმ აუნდა დაცვა მოძრაობდა მაგარამ ისე არა რომ შევეზღუდეთ , ვცეკვადაიტ ყველა ერთად, სრულიად უცხონი ვიყავიტ გიორგისტვის და ამ საზოგადოებისტვის, ეს არის ფაქტი, დახურულ საღამოზე მაინც შეგვიშვეს თან პირველი პირის. არ მგონია სხავაც ესე მოიქცესდრეც მახსოვს 31 აგვისტო
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ჯემალი
5
0
ღმერთმა გონიერი და ძლიერი გაუზარდოს. აბაშიძეებს და მათ შორის ასლანს დიდი წვლილი მიუძღვით ბათუმის შენარჩუნება- აღორძინებაში.
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
nini
5
1
ზალიან მიყვარს ბატონი ასლანი , ვინც რა გინდატ ის სტქვიტ მაგრამ ეს ადამიანმა ააყვავა აჩარა და დაიცვა ტურქებისგან ,აჩარა იყო ხელშეუხებელი ასევე 90 ატიან წლებში მხედრიონისაგან იმიტომ რომ ბატ. ასლანი არის ზალიან ჩკვიანი,გაიხარეთ ბატ. ასლან
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ლიკა მსხალაძე
2
2
ვულოცავ ჩემს ბაბუს უფალმა ჯამრთელი ვაჟკაცი გაუზარდოს და ჩემი ბაბუ დიდხანს აცოცხლოს ჯამრთელი და ბედნიერი
11:29 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
19:00 / 30-03-2018
ქართველ მორაგბეს, რომელსაც უმძიმესი დაავადება დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება
18:34 / 30-03-2018
რუსთავში ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა
18:12 / 30-03-2018
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში 50,000 ნარკომომხმარებელია, 11%-ით გაიზარდა მარიხუანას მოხმარება
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია