ტურისტების უმრავლესობა წყნარ და თვალწარმტაც ადგილს ირჩევს სამოგზაუროდ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთათვის მძაფრი შეგრძნებები კომფორტზე წინ დგას. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილებს ტურისტებისთვის.
სიკვდილის ველი, აშშ
უდაბნო აღმოსავლეთ კალიფორნიაში, რომლის ტემპერატურაც 56.7 გრადუსს უდრის. წყლის გარეშე აქ გაძლება მხოლოდ 14 საათი შეიძლება. სიკვდილის ველი ყველაზე ცხელი ადგილია დედამიწაზე.
დანაკილის უდაბნო, ერითრეა
ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდებარე ამ უდაბნოს საშუალო ტემპერატურა 50 გრადუსია. გარდა ამისა, აქ ხშირია ვულკანური წარმონაქმნები და გეიზერები, რომლებიც ტოქსიკურ გაზს აფრქვევენ. დანაკილის უდაბნოს მონახულება სპეციალურად გაწვრთნილი გიდის გარეშე აკრძალულია.
ვაშინგტონის მთა, აშშ
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მთის სიმაღლე მხოლოდ 1,917 მეტრია, მისი მწვერვალი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია დედამიწაზე. ქარის სიჩქარე აქ საშუალოდ 327 კმ/სთ-ს აღწევს, რასაც ემატება ძლიერი თოვლი და 40-გრადუსიანი სიცივე.
სინაბუნგი, ინდონეზია
მოქმედი სტრატოვულკანი, რომელიც მდებარეობს კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. 2010, 2013, 2014 და 2015 წლებში მისი ლავის ამოფრქვევის შედეგად ახლომდებარე სოფლები სრულიად განადგურდა. ბოლო აფეთქება 2017 წლის თებერვალში დაფიქსირდა.