ინციდენტი თბილისი-მოსკოვის რეისზე - რა განცხადებას ავრცელებს Georgian Airways-ი

 ინციდენტი თბილისი-მოსკოვის რეისზე - რა განცხადებას ავრცელებს Georgian Airways-ი

16 აპრილს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მიზეზად ეკიპაჟის მიერ ლაინერის დაუმორჩილებლობა სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ. სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მინდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი