გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობის კუნძულის სტატუსს და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

„ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა საქართველო, ბოლო პერიოდში გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი ხედვაა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."