გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“, თბილისის საკრებულოს შენობაში 2017 წლის 21 აპრილს გაიმართება

 გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“, თბილისის საკრებულოს შენობაში 2017 წლის 21 აპრილს გაიმართება

2017 წლის 21 აპრილს, საღამოს, თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველო-

გერმანიის წელი (2017) ოფიციალურად გაიხსნება. სლოგანით „მომავლის

მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017“ გერმანია და საქართველო 2017

წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ

მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში

პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას

შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი

100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის

დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

21 აპრილს, საზეიმო გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან ჩამოვლენ გოეთეს

ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის

საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში,

ბატონი მიხაელ რაიფენშტუელი. გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა

გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“.

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის

ურთიერთობების ვებ-არქივიდან, რომელსაც შექმნის ქართული ორგანიზაცია

„სოვლაბი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-

არქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და

ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. გერმანია-საქართველოს წელი

გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო

საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებული ინფორმაცია და დაგეგმილი

ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ Facebook გვერდზე

www.facebook.com/DeuGeo2017.

მედიის წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ დაესწრონ საქართველო-გერმანიის

წლის საზეიმო გახსნას 2017 წლის 21 აპრილს, 19 საათზე, თბილისის საკრებულოს

შენობაში. ამისათვის გთხოვთ 20 აპრილამდე გაიაროთ რეგისტრაცია საქართველო-

გერმანიის წლის PR-მენეჯერთან, ქალბატონ მზეხა მახარაძესთან, მობ. 593 592872,

მეილი: mzekhamakharadze@gmail.com.

ქალბატონი მზეხა მახარაძე ასევე გასცემს პასუხს თქვენს შეკითხვებს საქართველო-

გერმანიის წელთან დაკავშირებით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება