წმინდა მიწაზე მომხდარი სასწაულები, რომლებსაც ქართველები შეესწრნენ

წმინდა მიწაზე მომხდარი სასწაულები, რომლებსაც ქართველები შეესწრნენ

აღდგომა საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებული სიხარულით ზეიმობს. ამ დღისთვის ყველა თავისებურად ემზადება.

მაკა ზამბახიძე:

- წინასააღდგომო სამზადისი, კვერცხების შეღებვა, შინ პასქის სურნელი ძალიან მიყვარს. პასქას სახლში არ ვაცხობ, ჯერ ამ ამბავს ვერ შევეჭიდე. ჩემი მამიდაშვილი აცხობს ყოველთვის და მას მოაქვს ანუ ოჯახში მაინც, შინ გამომცხვარი პასქა გვაქვს. მე კი ყოველთვის ვამზადებ ჩაქაფულს, ეს კერძი ძალიან გემრიელი გამომდის.

- აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში შეხვედრიხარ?

- კი, მე წილად მხვდა ბედნიერება, ეს ტაძარი მომელოცა. არც კი ვიცი, ის განცდები სიტყვებით როგორ გადმოგცე, მაგრამ ყველა გამიგებს, ვისაც წმინდა მიწაზე, ამ ტაძარში ფეხი ერთხელ მაინც დაუდგამს. ეს ემოცია ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოცადოს. ვიდრე ცეცხლის გადმოსვლის სასწაული მოხდება, ტაძარში განათებას თიშავენ. ყველანი ამ სასწაულის მოლოდინში რომ ვიყავით, უეცრად, ტაძრის გუმბათზე ნათება შევნიშნე და გავოცდი, ჩემს მეგობრებსაც დავანახვე. თავდაპირველად, ღვთისმშობელი გამოისახა, შემდეგ იესო, ბოლოს სამება, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის მერე, თანდათან გაფერმკრთალდა. ეს ხილული სასწაული არასდროს დამავიწყდება.

"დედა ყოველ აღდგომას ხოროშს - ბურბუშელასავით ნუგბარს ამზადებდა"

ბაია დვალიშვილი:

- აღდგომის ბრწყვინვალე დღესასწაული, ეს არის დღე, რომელსაც ყველაზე დიდი სიხარული ახლავს. ბავშვობიდან ასე მახსოვს: ძალიან ფერადი და გამორჩეულია. ადრე პასქა უმეტესად, სახლებში ცხვებოდა. კვერცხების სხვადასხვაფრად შეღებვაც იშვიათობა იყო. წითლის გარდა, სხვა ფერის საღებავი არც იშოვებოდა. მახსოვს, კვერცხებზე ფოთლებს ვამაგრებდით და ისე ვხარშავდით, ძალიან ლამაზი გამოდიოდა. ბავშვობაში, ამ სააღდგომო სამზადისში ყოველთვის დიდი სიხარულით ვერთვებოდი, ეს ცერემონია ძალიან მომწონდა. დედა ყოველ აღდგომას ხოროშს ამზადებდა - ეს არის ტკბილეული, ბურბუშელასავით ნუგბარი. კვერცხისა და კონიაკისგან დამზადებული, ძალიან მკვრივი ცომი ზეთში იხარშებოდა. მისი სურნელი ახლაც მახსოვს.

- თქვენ არ ამზადებთ ამ ნუგბარს?

- არა.

- პასქას აცხობთ?

- ვერ ვახერხებ, ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, მარტივად არ მზადდება... იმ პასქის გემო მაინც სულ სხვა იყო, ჩემს ბავშვობაში რომ ამზადებდნენ.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 20 აპრილის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი