საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზში განხორციელებულ სროლებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზში განხორციელებულ სროლებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პარიზში განხორციელებულ სროლებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ელისეს მინდვრებთან, ტრიუმფალური თაღიდან თანხმობის მოედნამდე ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიციელები მოქალაქეებს სთხოვენ, თანხმობის მოედნისკენ რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილდნენ.

ადგილის პატრულირება ხდება ჰაერიდანაც, სადაც პოლიციის ვერტმფრენები დაფრინავენ. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაიჭრა. დამნაშავეთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთმა კი გაქცევა მოახერხა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"