აჭარაში, სოფელ ჭარნალში ძლიერმა ქარიშხალმა საცხოვრებელი სახლი დაშალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა თამაზ შაინიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხის სახლი, რომელიც მის ძმას - მერაბ შაინიძეს უკუთვნოდა, ქარიშხლის შედეგად მთლიანად დაშლილია და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ასევე, სტიქიამ სოფელში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
"ძლიერი ქარბორბალა იყო. გადმოაგდო სახლი, მთლიანად დაშლილია. ხოლო, გვერდით სახლებზე სახურავები არის ახდილი", - აცხადებს თამაზ შაინიძე.
შაინიძეების ოჯახი ადგილობრივი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.