ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელის შემდეგაც "დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი სეისაშვილის თქმით, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით. "გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხვალ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, ის გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ მათი ბოღმა და ღვარძლი როგორღაც გადმოანთხიონ. როცა მე ვერაფერს მიბედავენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შეეხონ და ხვალ უბრალოდ დასაცინი გახდებიან თავიდან ბოლომდე იმდენად, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, თუ რეალურად რასთან გვქონია საქმე. მეც არ ვიცოდი, არც ჩემმა შვილმა იცოდა. ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა. ხვალ ვიტყვი რეალურად რასთან გვქონდა საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" არის ბინძური ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკა აგებულია სიცრუეზე, ტყუილზე, მათთვის არ არსებობს ოჯახი, ადამიანური მიდგომები. ამ ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებ და ყველანი დარწმუნდებით, რომ ეს იყო უბრალოდ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია.

"მე ამას სამართლებრივ რეაგირებას ნამდვილად მივცემ. თავისთავად ცხადია, პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ რასაც მე ვიტყვი ხვალ, ამოწურავს იმის მცირედ ეჭვსაც კი, რომ ჩემს შვილს შესაძლოა რაიმე დანაშაულთან ჰქონდეს კავშირი. უბრალოდ ამ ყველაფერს სასაცილოს გახდის", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."