"პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა

"პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა

ინტერნეტმომხმარებელი თამთა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაკარგული შვილის დაბრუნებისთვის მადლობას უხდის.

"როგორი ბედნიერი ვარ ახლა რომ ვპოსტავ და საერთოდ ცოცხალი რომ ვარ, იმიტომ რომ ამ დილით გავიარე ჯოჯოხეთი, რომელიც ჩემმა 4 წლის შვილმა დაუზარელად მომიწყო.

ასეთი ტრადიცია აქვს, როცა სახლიდან გავდივართ, სანამ კარს ვკეტავ ჩამორბის ხოლმე მაღაზიაში (სახლის ქვემოთ) და იქ მელოდება, ჩამოვაკითხავ (ერთ წუთში) და მივაპორწიალებ ბაღში. ჩამოვედი ამ დილით და არ დამხვდა, არც კი შემოსულაო მითხრეს. შემოვირბინე ყველა მაღაზია, ყველა ეზო, ყველას ვეკითხებოდი: პატარა ბიჭი დამეკარგა მწვანე დუტით, ხომ არ გინახავთ?! კაცისშვილი მისი მნახველი არ იყო.

წარმოვიდგინე როგორ ვურეკავ მამამისს და ვეუბნები- დილა მშვიდობისა! იცი რა, ბავშვი დავკარგე!

თვალწინ დამიდგა home alone- ით დაწყებული manchester by the sea -ით დამთავრებული ყველა ჰორორ ფილმი ამ თემაზე ოდნავ კავშირშიც კი.. გამახსენდა ლეკიანობა და მამლუქები.

გავჭაღარავდი და ყველაფერი დამემართა წამებში, რაც სასოწარკვეთილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე.

პირველი ხუთი წუთი ვფიქრობდი, რომ აი, გავწიწკინი რომ ვნახავ. მერე უკვე- ღმერთო, ოღონდ ვიპოვო!

112- ში მეკითხებიან: ხომ არ ეჩხუბეთ და პროტესტის ნიშნად ხომ არ გაიქცა!

არა, ხალხო რა ვეჩხუბე. კი იძახის ხოლმე რომ მოგზაურია, მაგრამ რაღა ამ დილით მოუნდა!

ამასობაში მთელი პასტერის ქუჩა ეძებს, ათას კითხვას ვპასუხობ... მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..

მოვიდა პატრული და პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი - აღმაშენებელზე უპოვიათ და... გადავრჩით... მოდიოდა ხალხი, ყველას უნდოდა ილიას ნახვა, ის კი მეხუტებოდა და ყურში მეუბნებოდა, დედა რვეულებს ხო მიყიდი!" - წერს გრძელიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს