"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს

"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს

მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა. გადაცემა "პროფილის" წამყვანმა, პირველი ეთერიდან საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა.

"ძალიან რთული გზა იყო თქვენამდე მოსასვლელი გზა და მე მოვედი. არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს და როგორ გამოხატავენ მადლიერებას, მაგრამ თუ მე გადავრჩი, თუ ფეხზე დადგომა და თქვენთან მოსვლა შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაა. ჩემო მაყურებელო, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თავიდან ვისწავლე სუნთქვა, დილით თვალის გახელა, სიარული, საუბარი და ყოველ ახალ დღესთან შეხვედრა ჩემი შვილის გარეშე. არასდროს ვსაუბრობდი ნუცაზე საჯაროდ. მე მეშინოდა ხმამაღლა მეთქვა, როგორი წარმატებული შვილი მყავდა. მინდოდა ჩემსკენ წამოსული აგრესიისგან დამეცვა, ჩემსკენ ნასროლი ტალახი მას არ უნდა მოხვედროდა და აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, ჩემს შვილზე გიყვებით და აღარ მეშინია. ამ ორი თვის მანძილზე ბევრი კითხვა იყო და მე მოგიყვებით ჩემს ამბავს...

20 წლის ვიყავიდ დედა რომ გავხდი, 18 წელი ვიყავით ერთად. "დე ძალიან მენატრები" - ეს იყო ბოლოს რაც მითხრა... მერე იყო სიკვდილი. ალბათ ბევრი დასვამს შეკითხვას, რატომ დავბრუნდი და რა დროს დაბრუნებაა? აქ ორი გზაა, ან სიკვდილთან ერთად ცოცხლად სიკვდილი ან ცხოვრების გაგრძელება. მეორე უფრო რთულია... მე მეორეს ვირჩევ. მე დავბრუნდი და თუ შენ ახლა მიყურებ, მე გპირდები, შენ ვერასდროს იგრძნობ, რომ ჩემს უკან დიდი ტრაგედია. მაშ ასე, დღეს მე ცხოვრებას  ვიწყებ თავიდან, ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ..."- აღნიშნა ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ასევე წაიკითხეთ: მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს - "რომ ჩავედი, უკვე კომაში იყო... 2-3 საათი გავატარეთ ერთად"

იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან

ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი