რა კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ

რა კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლუჟკოვის საზღვრის კვეთის მომენტში რაიმე კონკრეტული მონაცემი, პასპორტიდან გამომდინარე, არ არსებობდა, რაც მესაზღვრეს ექნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას განუცხადა.

იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმშია ნამყოფი და მას დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი".

შალვა ხუციშვილის განცხადებით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.

"დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისი თქმით, თუ რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი