ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"

ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"

დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებს, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, თითქოს მართლა მე თვითონ მივიყენე დაზიანებები, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ისინი არ გამორიცხავენ, ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

ლაშა თორდია ადვოკატების პოზიციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სამართალდამცავი უწყებები ერთობლივად მუშაობენ.

"აქ მხოლოდ ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს - ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე. ადვოკატები, რომლებიც იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ასეთი მძიმე ბრალდებით, და აცხადებენ, რომ თურმე თვითდაზიანება მივიყენე, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საღ გონებაზე არ არიან.

პოლიცია და მთავარი პროკურატურა მობილიზებულია ოთარ ფარცხალაძის სახლში. მიშა ჩოხელი, რომელმაც მე დამარტყა ხელი და ახლა აღარსად ჩანს, არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი. მთელი ეს სამი სამართალდამცავი ორგანო - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ არიან მობილიზებული, რათა ეს ჩვენებები, რომელსაც მხოლოდ მე ვაძლევ, შემოატრიალონ ჩემს საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ ჩემგან ჩვენებებს და შემდგომ ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რომ თურმე მე თვითონ მივიყენე დაზიანებები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლაშა თორდიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ