ლაშა თორდია - საუბარი, რომ საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, არის აბსურდის თეატრი

ლაშა თორდია - საუბარი, რომ საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, არის აბსურდის თეატრი

იმაზე საუბარი, რომ თურმე შეხვედრა იყო წამიერი, მერე საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, არის აბსურდის თეატრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

თორდიას თქმით, ყველაფერი კეთდება მოწმეების ჩვენებების გასაყალბებლად.

"ყველაფერი კეთდება, რომ ოქმები საჯაროდ გამოიტანონ და ყველამ ილაპარაკოს, თუ როგორ ვიყავი მისული ჩემი არყის ქვაბით, როგორ ვხდიდი არაყს და როგორ ვსვამდი პირდაპირ, ხოლო ოთარ ფარცხალაძე როგორ მიირთმევდა ცქრიალა ღვინოს და მხოლოდ დეგუსტაციას ახდენდა. მათი მცდელობაა, ამ ლაბირინთებში დავიკარგოთ", - განაცხადა თორდიამ.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ეჭვობს, რომ "გამოაქვეყნებენ რაღაც ვიდეოებს და ვიღაცას "ფეისბუქზე" დააწერინებენ, რომ ლაშა თორდია გაგიჟებული დარბოდა".

"ამ ფორმატში აღარ ვაპირებ მათთან დისკუსიაში შესვლას", - აღნიშნა თორდიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."