პირველი ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი "მორიელი"

პირველი ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი "მორიელი"

"დელტას" დავალებით, ინჟინერ-კონსტრუქტორ გიორგი მამალაძის მიერ უმოკლეს დროში შექმნილი მაყუჩიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტის, "მორიელის" გამოყენება შეიძლება მოწინააღმდეგის გუშაგის უხმაუროდ "მოსახსნელად" 10-15 მ სიშორიდან ან სულაც მნიშვნელოვანი მტრის სალიკვიდაციოდ.

სტატიის ავტორს, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილს 25-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში ასზე მეტი სხვა­დასხვა ტიპისა და დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი გამოუცდია, მაგრამ "მორიელმა" მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ამ სიაში.

არა იმიტომ, რომ ის ყველაზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ის საქართველოშია აწყობილი, გამართულად ფუნქციონირებს და მისი გამოყენება შეიძლება ისეთი სპეციალური დავალებისთვის, რომლის ფარულად და უხმაუროდ შესრულებაა აუცილებელი.

იმის გამო, რომ შეიძლება "მორიელს" სპეციალური დავალების შესრულებამ მოუწიოს, ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტების მთავარი მიზანი გახლდათ, გაგვერკვია, რამდენად უხმაუროდ ისვრის ეს ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი.

თუ მხოლოდ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში "ისვრიან" მაყუჩიანი პისტოლეტები და ავტომატები უხმაუროდ? სინამდვილეში მაყუჩი მხოლოდ რამდენიმე დეციბელით ამცირებს გასროლის ხმას. მთავარია, ლულიდან ტყვიის გამოსვლის საწყისი სიჩქარე ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარეზე (331 მ/წმ ანუ 1 191 კმ/სთ დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ატმოსფერულ წნევაზე) ნაკლებ მაჩვენებლამდე შემცირდეს.

უმაყუჩო პისტოლეტიდან 9 მმ ტყვი­ის გასროლისას წარმოქმნილი ხმაური დაახლოებით 110 დეციბელამდე აღწევს, ხოლო "მაკაროვის" მაყუჩიანი ვარიანტის - ПБ-ს შემთხვევაში ის 105 დეციბელამდე ეცემა.

ქართული "მორიელი" 9X17 მმ კალიბრის ვაზნების გამოყენებაზეა გათვლილი, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე ისედაც ბგერის სიჩქარეზე ნაკლებია. სწორედ ამან გააადვილა მაყუჩის გამოყენებით გასროლის ხმის შემცირება  განაგრძეთ კითხვა

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე