2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე თბილისში რეგისტრირებულია ყაჩაღობის 512 და ქურდობის 13 219 ფაქტი.
გახსნილი საქმეების სტატისტიკას რაც შეეხება, გახსნილია ყაჩაღობის 354 (69%) და ქურდობის 5 969 შემთხვევა (45%). ყველაზე მეტი, რაიონში დაფიქსირებული ყაჩაღობისა (84%) და ქურდობის (54%) საქმე ძველი თბილისის სამმართველომ გახსნა.
რაც შეეხება სტატისტიკას, უბნების მიხედვით ყველაზე მეტი - 161 ყაჩაღობის ფაქტი აღნიშნულ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია - 107 შემთხვევა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე 151 ყაჩაღობის ფაქტია რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, საიდანაც 104 შემთხვევაა გახსნილი განაგრძეთ კითხვა