საქართველოს ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
"ამასთან დაკავშირებით გუნდში განხილვა დაიწყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. მე მესმის, რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში ინტერესი, თუ ვინ იქნება კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში", - განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ კახა კალაძე იქნება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ შეცვლის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, კალაძემ განაცხადა, რომ ესეც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.