რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?

რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ "კრედიტინფოში"?

იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავს თქვენ შესახებ "კრედიტინფო", შესაძლოა, დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბანკებთან, არამედ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან ან თუნდაც იმ ბინის მეპატრონესთან, ვისგანაც ბინის დაქირავებას აპირებთ.

არსებობის 12 წლის განმავლობაში "კრედიტინფო საქართველოში" 18 მილიონი ჩანაწერი დაგროვდა. აქედან 2 მილიონზე მეტი ჩანაწერი ფიზიკურ პირებს ეხება. მართალია, აღარ არსებობს ე. წ. თეთრი და შავი სიები, თუმცა თქვენ შესახებ შესაძლებელია ინახებოდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაცია.

ალექსანდრე გომიაშვილი, "კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორი: "როცა კომპანია დაარსდა, ჩვენმა აქციონერმა და სხვა ბანკებმაც დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება მათი მომხმარებლების შესახებ. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ბანკებთან­ მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას ვცვლიდით. სწორედ აქედან წამოვიდა ე. წ.­ შავი სია - ხალხმა შეარქვა ასე. თუმცა ჩვენმა კლიენტებმა მალევე დაასკვნეს, რომ საჭირო იყო ერთმანეთთან დადებითი ინფორმაციის გაცვლაც. აუცილებელია არა მხოლოდ ნეგატიური კლიენტურის იდენტიფიცირება, არამედ იმათიც, ვისაც პოზიტიური საკრედიტო ისტორია აქვს და ვისთვისაც სესხის მიცემა ნაკლებად სარისკოა.

ჩვენთან თავმოყრილია ინფორმაცია ყველა ჩვენი კლიენტი ორგანიზაციის მომხმარებლის შესახებ. ესენი არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ონლაინგამსესხებლები, სალიზინგო კომპანიები. ბოლო დროს შემოგვიერთდნენ სადისტრიბუციო და სხვა ტიპის ორგანიზაციებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას იმ აბონენტთა შესახებ, ვინც მათთან ტელეფონი გამოიტანა განვადებით და ფულს არ იხდის. სადისტრიბუციო კომპანიებს პირველ ეტაპზე ექნებათ ცნობები მხოლოდ ცუდი გადამხდელების შესახებ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში დადებითი ინფორმაციაც გაცვალონ დისტრიბუტორებმა, რათა იდენტიფიცირებული იყოს კეთილსინდისიერი მაღაზიები, სავაჭრო ქსელები, რომლებიც დროულად იხდიან. ეს სადისტრიბუციო კომპანიებს მუშაობას გაუადვილებს.

- ბოლო მონაცემებით, რამდენი ჩანაწერია თქვენს საინფორმაციო ბაზაში და მათ შორის რამდენია ნეგატიური?

- 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში 18 156 584 ჩანაწერი იყო, რაც ნიშნავს, რომ ასახულია ინფორმაცია სწორედ ამდენი კონტრაქტის შესახებ. ეს ჩანაწერები დაკავშირებულია 2 365 000 ფიზიკურ და 66 200 იურიდიულ პირთან. არ შემიძლია ნეგატიური ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ჩნდე­ბა ახალი ვალდებულებები და შესაბამისად, იზრდება უარყოფითი ჩანაწერებიც. მაგალითად, ბაზარზე გაჩნდნენ ონლაინსასესხო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო სარისკო სესხებს გასცემდნენ და მათთან ვადაგადაცილებების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში.

- ფიზიკური პირების შესახებ კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ? წაიკითხეთ გაგრძელება

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ