"ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

"ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქებურიას ადვოკატებმა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ქებურიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადეს.

ადვოკატების თქმით, ქებურია ითხოვს გამოძიების დაწყებას სამართალდამცავების წინააღმდეგ. მისივე თქმით, აღიარებით ჩვენებას ხელი იძულებით მოაწერინეს. ბრალდებულის ადვოკატს სამართალდამცველების კონკრეტულ გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს პოლიციელების ამოცნობა შეუძლია.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მიშა მგალობლიშვილს, ამჟამად პროკურორი მის გამოკითხვას აწარმოებს.

გამომძიებელი და ადვოკატები, ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე ხვდებიან, რომლის მიხედვითაც მათთვის ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფი "ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრებს მიშა მგალობლიშვილს (Young mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ