"ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

"ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია მისი დაკავების დეტალებს იხსენებს. როგორც "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ქებურიამ განაცხადა, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა.

"მივდიოდი ჩემს მეგობართან დედაჩემის ავტომობილით, როდესაც ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად გამაჩერა. გადმოვიდა ორი პირი, ორივეს სამოქალაქო ფორმა ეცვა. არაფერი განმარტება არ გაუკეთებიათ. გამომიღეს კარი, ჩააქრეს ჩემი მანქანა და ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში. შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ხალხისგან მოფარებულ ადგილას ჩემზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, არავინ არაფერს მიხსნიდა და შემდგომში გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მოხდა ყველაფრის ფალსიფიკაცია", - აღნიშნა ქებურიამ.

მისივე თქმით, დაკავების მომენტიდან კლიპზე გაკვრით ან პირდაპირ სულ იყო ლაპარაკი. "ახსენებდნენ მგალობლიშვილსაც. გვაშინებდნენ ორივეს. თუ ვაღიარებდით ბრალს, 3 000 ლარით დაგვაჯარიმებდნენ და გაგვიშვებდნენ. ისინი ამბობდნენ: ეს დაჯარიმება იქნებოდა ყველასთვის მაგალითი, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდეს. თუ მათთან არ ვითანამშრომლებდით, მაშინ უფრო მძიმე სასჯელით გვემუქრებოდნენ, რაც ითვალისწინებდა 20-დან უვადო უპატომრობას. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე და დავიბრალეთ დანაშაული. ჩემთვის ნარკოტიკული საშუალება არ ჩაუდიათ მგალობლიშვილისგან განსხვავებით, ეს უბრალოდ გაფორმდა საბუთებში, თითქოს მე მქონდა", - განაცხადა ქებურიამ. მისივე თქმით, პოლიცილიების ამოცნობაზე ჯერ არავის დაუბარებია, თუმცა თუ დაიბარებენ, მათ ამოცნობას შეძლებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ