ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები

ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები

ყველას გინახავთ გალაქტიკის ამსახველი ფოტოები, მაგრამ ხშირად ყველა მათგანი ერთმანეთს გავს. წარმოგიდგენთ იმ გალაქტიკებს, რომლებიც დანარჩენებისგან გამოირჩევიან.

სომბრეროს გალაქტიკა

სომბრეროს გალაქტიკას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ სომბრეროს ქუდს ძალიან წააგავს. მას განიერი ღრმული აქვს, თითქოს გიგანტური თავისთვის გამზადებული.

ახლოდან რომ დავაკვირდეთ, გამოჩნდება, რომ რეალურად ის სხვადასხვა ვარსკვლავისგან შედგება და არა ერთი დიდი ვარსკვლავისგან. მეცნიერები ვერაფრით ხვდებიან, მის ირგვლივ როგორ მოხდა ბეჭდის წარმოქმნა. ვარაუდობენ, რომ სომბრეროს გალაქტიკის შუაგულში მასიური შავი ხვრელია მოთავსებული.

შავი თვალის გალაქტიკა

შესაძლებელია გალაქტიკა ბოროტად გამოიყურებოდეს? ეს ისეთი გალაქტიკაა, საიდანაც ყველა ის ბოროტი უცხოპლანეტელი შეიძლება გამოვიდეს, რომელიც ფილმებში გვინახავს. შავი თვალის გალაქტიკა, რომელსაც მძინარე მზეთუნახავის გალაქტიკასაც უწოდებენ, სავსეა წითელი ფერის შემცველებით. ეს წითელი ფერი აღნიშნავს წყალბადის სიუხვეს, რაც წარმოქმნის ვარსკვლავებს.

უცნაური ისაა, რომ ვარსკვლავები და წითელი ფერის აირი ერთი მიმართულებით ბრუნავს, არადა მის ირგვლივ შემორტყმული ნისლის ღრუბლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

ენჯისი 60

ეს იშვიათი სახის გალაქტიკაა, რომელსაც პოლარული ბეჭდის გალაქტიკას ეძახიან. აღმოჩენილია ათეულობით ასეთი გალაქტიკა. მხოლოდ ერთი მათგანის გამოსახულება არსებობს და ამ ერთ კადრში 10 000 გალაქტიკაა თავმოყრილი. ამ გალაქტიკებს აქვთ ბეჭდები, მტვერი და სხვა გალაქტიკის მახასიათებლები.

ენჯისი 474

ენჯისი 474 იმ უცნაურ მედუზებს გავს, ოკეანის სიღრმეში რომ ლივლივებენ და ანათებენ. ასტრონავტები ვერ ხვდებიან, რა იწვევს ასეთი დიდი ენერგიის საბადოს. თუმცა არსებობს თეორია, რომ ეს გალაქტიკა მის უკან მყოფ გალაქტიკასთან შედის კავშირში და ერთმანეთში შერწყმის პროცესში იმყოფებიან.

კენტავრი ა

შეუიარაღებელი თვალით ვერ იტყვი, რომ კენტავრი ა რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლით გამოირჩევა, მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. კენტავრი ა გალაქტიკის სტანდარტებისთვისაც კი მასიურია. ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მტვრის ფარდის უკან გალაქტიკას სპირალი გააჩნია, რაც ძალიან უცნაურია, რადგან გალაქტიკებს ან სპირალი აქვთ, ან მტვერი. არავინ იცის, რა ხდება ამ გალაქტიკაში და როგორ წარმოიქმნა იქ ორივე მახასიათებელი, მაშინ, როდესაც ყველა სხვა გალაქტიკას ის ერთი აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს