საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა

გუშინ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მოძრაობამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატებმა 308 მანდატი მიიღეს, ხოლო მისმა მოკავშირეებმა, იუსტიციის მინისტრის, ფრანსუა ბაირუს ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ კი 42 მანდატი, რაც ჯამში პარლამენტში 350 მანდატს აძლევთ.

მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ და მათთან ალიანსში მყოფი „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“ გავიდა. მათ პარლამენტში 130 ადგილი ექნებათ.

მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ კი მომავალი მოწვევის პარლამენტში 8 მანდატი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი პირველად იქნა არჩეული საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად. მან ქალაქ ენენ-ბომონში გაიმარჯვა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"