საქართველოში ამინდის გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

 საქართველოში ამინდის გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

27 ივნისის საღამოდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, საღამოსა და ღამის საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 გრადუსი მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში, ხოლო 28-31 გრადუსი შიდა რაიონებში. რაც შეეხება დედაქალაქს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

30 ივნისიდან სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი