იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს

იმედგაცრუებიდან ოპტიმიზმამდე - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, "დღეს ოდნავ ოპტიმისტურადაა განწყობილი". ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი მიუკერძოებლები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკითხის გადაჭრაში. როგორც იცით, მე უამრავი შეხვედრა ჩავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, მხარეები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს" - აღნიშნა კომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გაიმეორებს კონსტიტუციის პროექტი კარგია. ბუკიკიოს განმარტებით, ვენეციის კომისიის მესიჯია ის, რომ ყველა მხარე ესაუბროს ერთმანეთს.

"ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ", - განაცხადა ჯანი ბუკიკიმ.

შეგახსენებთ, ხელისუფლების წევრებთან გუშინდელი შეხვედრების შემდეგ ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია: "მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები" - ასე განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.

"დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ გუშინდელი შეხვედრებიუს შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."