მერაბ ღოღობერიძე - ბათუმის მერობას ვაპირებ და ამისთვის ვიბრძოლებ

მერაბ ღოღობერიძე - ბათუმის მერობას ვაპირებ და ამისთვის ვიბრძოლებ

ვაპირებ ბათუმის მერობას და ამისთვის ვიბრძოლებ, - ეს განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. ღოღობერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მიმართავს.

ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

"მივმართავ პრემიერ - მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონის დეპუტატებს და პროკურატურას, დამიდონ ერთი ფაქტი, რომ მე დამნაშავე ვარ. თუ მომიწევს ციხეში ყოფნა, გპირდებით, ყველა აგებთ პასუხს. რა უნდოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც ღამის საათებში მირეკავდა. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. მე ციხიდან ვაპირებ მერობის კანდიდატად კენჭი ვიყარო. ვაპირებ მერობას და ვიბრძოლებ", - განაცხადა ღოღობერიძემ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი