რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

საუბარი მილოცვით დავიწყეთ... მარ­თლაც, ძალიან გასახარი და მნიშვნელოვანია ქართული ფილმის კიდევ ერთი წარმატება. "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ასე ჰქვია რეჟისორების: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს, რომელიც ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს და ფესტივალის მთავარი პრიზი - "ტრანსილვანიის თასი" გადასცეს, ხოლო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის", ასევე - მთავარი პრიზი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ია შუღლიაშვილს ერგო, რომელსაც ფილმში პარტნიორობას ავსტრიაში მოღვაწე, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი - მერაბ ნინიძე უწევს.

- ფილმი, რომელმაც დიდი ბედნიერება მოგვანიჭა, საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ და შესაბამისად, არც მისი შინაარსი ვიცი, სათაური კი ისეთი აქვს - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" და თვალწინ, უპირველესად, შენი ბედნიერი, სიყვარულით სავსე ოჯახი დამიდგა. რეალურად, რა სიუჟეტი აქვს ფილმს?

- ეს არის ფილმი ოჯახზე, სადაც სამი თაობა ცხოვრობს და მათ შორის ჭიდილიცაა, გაუგებრობებიც, კამათიც, ჩხუბიც, მაგრამ ყველაფერი მაინც ურთიერთსიყვარულს ეფუძნება. ამიტომაც ჰქვია "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ფილმის მთავარი გმირი - მანანა მხეიძე, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს, საინტერესო ნაშრომებსაც წერს და საკმაოდ განვითარებული ქალია, რომელიც ამ დიდ, ხმაურიან ოჯახში თავის კუთხეს, ადგილს ვერ პოულობს... შეიძლება, ეს ადამიანი ქართველი ქალის სტერეოტიპს სცილდება, მაგრამ საკუთარი საქმე მშვიდად და ხარისხიანად რომ აკეთოს, თავის თავზეც იზრუნოს და ცხოვრებაც მოიწყოს, ამის უფლება ნამდვილად აქვს.

- ტრანსილვანიის ფესტივალს თავადაც დაესწარი?

- სამწუხაროდ - არა, რადგან თეატრის გასტროლს ვერ გამოვტოვებდი. ზოგადად, ფილმის მონაწილეობით სამ კინოფესტივალს დავესწარი, მაგრამ იქ სამსახიობო ნომინაციები არ ჰქონდათ... წინ კიდევ ბევრი ფესტივალი გველის. ივლისში ოდესის კინოფესტივალზე მივდივართ, ხოლო 18 ივლისიდან, თუ არ ვცდები, 28 ივლისამდე ავსტრალიაში, სიდნეის ფესტივალზეც მიიღებს ფილმი მონაწილეობას და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს იქაური ჩვენება. ეგაა, ბევრ ფესტივალზე სამსახიობო ნომინაციები არ აქვთ.

- მაშინ "ოსკარს" დაველოდოთ - ეგებ, იქაც მოხვდეს და... მანამდე კი "ინოლას გოგოდ" წოდებულ ია შუღლიაშვილზე მინდა, ვისაუბროთ, რომელიც გარეგნობითაც, ხმის ტემბრითაც ძალიან ჰგავს დედას - ულამაზესი სიმღერების ავტორსა და ტკბილხმიან მომღერალ ინოლა გურგულიას. მახსოვს, ერთხელ მითხარი: მსახიობობა ჩემი საქმეა, სიმღერა კი - გულის ნაწილიო.

- ჩემი ძმა, დათო შუღლიაშვილიც არაჩვეულებრივად მღერის, გალობს. მამაც მუსიკოსი მყავდა - კომპოზიტორი მიხეილ შუღლიაშვილი. ამიტომ, კლასიკა, ჯაზი - ყველაფერი ისმოდა ჩემს ოჯახში. ინოლა საბავშვო სიმღერებს რომ წერდა, პირველად ჩვენ გვამღერებდა. გენეტიკურად გამოგვყვა სიმღერის ნიჭი, მაგრამ სმენას განვითარებაც სჭირდება და არც ეს დაგვკლებია.

სხვათა შორის, სწორედ ინოლას სიმღერების შესრულებისას ჰგავს ჩემი ხმა მისას, თითქოს სიმღერისას მისი ინტონაცია, ხმა ჩამესმის და მეც ინოლასეული ბგერა ამომდის. სხვა შემთხვევაში კი, ძირითადად, მაინც ჩემსას ვმღერი. გარეგნობითაც ვგავარ დედას და მსმენელ-მაყურებელსაც თითქოს სურს, ინოლად დამინახოს. არ სურთ გააცნობიერონ, რომ მეტი ინოლა აღარ იქნება. მან ანდერძად დაგვიტოვა, ჩემი სიმღერები იმღერეთ, მუდამ რომ ვიცოცხლოო და ამიტომაცაა, სადაც კი მთხოვენ, ყველგან დედის სიმღერებს ვმღერი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი