თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთში მოკლული ქართველი ცოტა ხნის წინ საქართველოში გადმოასვენეს. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ. სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი